საპარლამენტო უმრავლესობა

საგანელიძე უკრაინაზე: იმედი მაქვს, ძმათაშორის ომი გაჩერდება

ტაბულა

„იმედი მაქვს, ძმათაშორის ომი გაჩერდება და ტერიტორიული საკითხები მხოლოდ მაგიდასთან გადაწყდება“, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ მინსკში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკება.

"ამასთან, ჩემში პესიმიზმიც არსებობს, რადგან ვიცით, რუსეთის მიერ გადაწყვეტილებების შესრულება, მათგან სიტყვის დაჭერა და შესრულება, როგორც ხდება. თავისთავად ძალიან კარგია, რომ მაგიდასთან რაღაც შეთანხმება მოხდა", - განუცხადა ჟურნალისტებს საგანელიძემ. 

 

კომენტარები