აგრარული უნივერსიტეტის საქმე

სასამართლომ აგრარულ უნივერსიტეტზე ეკონომიკის სამინისტროს დასკვნა არ მიიღო

დღეს სააპელაციო სასამართლომ აგრარული უნივერსიტეტის პროცესზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნა დაუშვებლად სცნო. ეკონომიკის სამინისტრომ და ქონების მართვის სააგენტომ პირველი ინსტანციის სასამართლო წააგეს, მათ სასამართლომ უნივერსიტეტისგან ყველა სახის საინვესტიციო ვალდებულების აღიარება დაეკისრათ, თუმცა სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერის ვატო ლეჟავას თქმით, კახა ბენდუქიძის მიერ დაარსებულმა ცოდნის ფონდმა აგრარულ უნივერსიტეტში 8 მილიონ ლარზე მეტი ჩადო, რაც საინვესტიციო ვალდებულებაზე მეტს შეადგენს.

აგრარული უნივერისტეტის მიერ ეკონომიკის სამინისტროსთვის წარდგენილ აუდიტორულ დასკვნაში წერია, რომ 2013 წლის 24 დეკემბრისათვის უნივერსიტეტის მიერ შესრულებულმა საინვესტიციო ვალდებულებამ დღგ-ს გარეშე - 11, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 13 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 8 მილიონს აჭარბებს.

კახა ბენდუქიძის მიერ დაარსებულმა ცოდნის ფონდმა განათლების სექტორში 50 მილიონი დოლარი ჩადო, რაც განათლების სექტორში განხორციელებულ ყველაზე მსხვილ კერძო ინვესტიციას წარმოადგენს.

კომენტარები