U21 - ევროპის ჩემპიონატი 2017

U21: ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფები გაირკვა

სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

რამდენიმე წუთის წინ, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპის 2017 საფეხბურთო ჩემპიონატის წილისყრა დასრულდა. საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები მეოთხე კალათაში უელსთან, ფინეთთთან, ბელარუსთან, უნგრეთთან, ისლანდიასთან, ირლანდიასთან, ბოსნია ჰერცეგოვინასთან და მოლდოვის ნაკრებებთან ერთად იყო განთესილი.

წილისყრის შედეგად, საქართველოს ნაკრები მე-6 ჯგუფში ესპანეთის, შვედეთის, ხორვატიის, ესტონეთის და სან მარინოს ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

სფფ-ს ვებ გვერდის ცნობით, პირველი თამაში საქართველოს 21 წლამდე ნაკრებს 2015 წლის 3 ივნისს სან მარინოსთან სტუმრად ექნება. 

2015 წელი

3 ივნისი: სან-მარინო - საქართველო
3 სექტემბერი: ხორვატია - საქართველო
7 ოქტომბერი: საქართველო - ესპანეთი
13 ოქტომბერი: საქართველო- ესტონეთი
13 ნოემბერი: ესპანეთი - საქართველო
17 ნოემბერი: საქართველო - შვედეთი

2016 წელი

23 მარტი: საქართველო - სან-მარინო
ივნისი: შვედეთი - საქართველო
1 სექტემბერი: ესტონეთი - საქართველო
6 სექტემბერი: საქართველო - ხორვატია

კალენდარში მითითებული არ არის მხოლოდ ერთი მატჩის თარიღი. შვედეთი-საქართველოს მატჩის თარიღი, მოგვიანებით ფედერაციების შეთანხმების შემდეგ გახდება ცნობილი.

პოლონეთში გასამართ 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები მიმდინარე წლის 23 მარტს დაიწყება. 2017 წლის ჩემპიონატისთვის უეფამ ფორმატიც შეცვალა და ამიერიდან 8 გუნდის ნაცვლად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ცნობილია, რომ მომავალ შესარჩევ ციკლში საქართველოს 21 წლამდე ნაკრებს კვლავ ალექსანდრე ჩივაძე უთავკაცებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციაში რამდენიმე დღის წინ მიიღეს.

კომენტარები