დაკავება

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულისთვის სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დააკავა. 

"გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 5 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. დაკავებული პოლიციელი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით თერთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს", - იუწყება შსს.

კომენტარები