სამშაბათს 13 იანვარს ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ მორიგი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც არასრულწლოვანი ორ, მათი თქმით, რუს აგენტს კლავს. რამდენიმე წუთიან ვიდეოში ორ მამაკაცს კითხავენ, რომლებიც აცხადებენ, რომ ФСБ-ს დაქირავებული აგენტები არიან.
მათგან ერთ-ერთი ჯამბულათ მამაევია, რომელიც გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ რუსეთის დავალებით აგროვებდა ინფორმაციას ე.წ. ისლამური სახელმწიფოს შესახებ და მისი მიზანი, ISIS-ის პირველ პირებთან დაახლოება იყო. მეორე მამაკაცი სერგეი აშიმოვია, რომლის თქმითაც, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) მას ისლამისტური დაჯფუგების ლიდერის მოკვლა დაავალა. ლიდერის სახელი ვიდეოში შეგნებულად დახშულია. ვიდეოს ბოლოს კი არასრუწლოვანი მძევლებს იარაღით კლავს.
ISIS
ISIS-მა მორიგი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც არასრულწლოვანი "რუს აგენტებს" კლავს

foreignpolicy.com




