ტერაქტი პარიზში

სტოლტენბერგი: ვუერთდები პარიზში დაგეგმილ ერთიანობის მარშს. მე ვარ შარლი

watanzaniaoslo.blogspot.com

დღეს, პარიზში დაგეგმილ ერთიანობის მხარდამჭერ მარშს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც შეუერთდება. ამის შესახებ მან twitter-ზე დაწერა.

"კვირას, პარიზში შევუერთდები აქციას ფრანგი ხალხს სოლიდარობისა და ტერორიზმის წინააღმდეგ საერთო ძალისხმევის მხარდასაჭერად. მე ვარ შარლი" - დაწერა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. 

ევროპელი ლიდერების მონაწილეობით ერთიანობის მხარდამჭერი აქცია პარიზში დღეს გაიმართება. მარშს უერთდებიან დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ ქემერონი, ესპანეთის პრემიერმინისტრი მარიანო რახოი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, იტალიის პრემიერმინისტრი მატეო რენცი. ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თურქეთის პრემიერმინისტრი აჰმედ დავითოღლუ, პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, იორდანიის მეფე აბდულა II და დედოფალი რანია, ისრაელის პრეზიდენტი ბენიამინ ნეთანიაჰუ. ღონისძიებაში მონაწილეობის მზადყოფნა ასევე გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. ერთიანობის მხარდამჭერ მარშს დაესწრება საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.

ცნობისთვის,  7 იანვარს, Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის, ჟურნალის მთავარი რედაქტორი. ტერაქტი ძმებმა კუაშებმა განახორციელეს.  ისინი ქალაქ დამატენ ან გუიელში სამართალდამცავებმა მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, კუაშებს მძევლად ერთი ქალი ჰყავდათ აყვანილი.

პარალელურად, შეიარაღებულმა პირმა ქოშერულ მაღაზიაში რამდენიმე მძევალი აიყვანა. აჰმად კუბალის ლიკვიდირება ფრანგმა სამართლამდამცავებმა სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ შეძლეს. კუბალისთან ერთად იმყოფებოდა მისი მეგობარი ქალიც, რომელიც ამ დროისთვის პოლიციის მიერ იძებნება. დაიღუპა სულ მცირე 4 მძევალი.

კომენტარები