ტერაქტი პარიზში

პარიზში, ერთიანობის მხარდამჭერ აქციას სერგეი ლავროვიც დაესწრება

ლავროვი
novinite.com

პარიზში, ერთიანობის მხარდამჭერ მარშს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც დაესწრება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

ერთიანობის მხარდამჭერი აქცია პარიზში დღეს გაიმართება. მას ევროპელი ლიდერები დაესწრებიან. მარშს უერთდებიან დიდიბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ ქემერონი, ესპანეთის პრემიერმინისტრი მარიანო რახოი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, იტალიის პრემიერმინისტრი მატეო რენცი, თურქეთის პრემიერმინისტრი აჰმედ დავითოღლუ, პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, იორდანიის მეფე აბდულა II და დედოფალი რანია, ისრაელის პრეზიდენტი ბენიამინ ნეთანიაჰუ  და სხვა ლიდერები. ღონისძიებაში მონაწილეობის მზადყოფნა ასევე გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. ერთიანობის მხარდამჭერ მარშს დაესწრება საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.

ცნობისთვის,  7 იანვარს, Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის, ჟურნალის მთავარი რედაქტორი. ტერაქტი ძმებმა კუაშებმა განახორციელეს.  ისინი ქალაქ დამატენ ან გუიელში სამართალდამცავებმა მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, კუაშებს მძევლად ერთი ქალი ჰყავდათ აყვანილი.

პარალელურად, შეიარაღებულმა პირმა ქოშერულ მაღაზიაში რამდენიმე მძევალი აიყვანა. აჰმად კუბალის ლიკვიდირება ფრანგმა სამართლამდამცავებმა სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ შეძლეს. კუბალისთან ერთად იმყოფებოდა მისი მეგობარი ქალიც, რომელიც ამ დროისთვის პოლიციის მიერ იძებნება. დაიღუპა სულ მცირე 4 მძევალი.

კომენტარები