დიდთოვლობა

თოვლში ჩარჩენილი ლატვიელი ტურისტები უვნებლად გამოიყვანეს

AP

მაშველებმა ჯვრის უღელტეხილიდან თოვლში ჩარჩენილი ორი ლატვიელი ტურისტი უვნებლად გამოიყვანეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"112-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ჯვრის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო ორი ლატვიელი ტურისტი ვერ ახერხებდა გამოსვლას და დახმარებას ითხოვდა. ადგილზე დაუყოვნებლივ გაიგზავნა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს სამაშველო ჯგუფი. ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო დღის განმავლობაში მაშველები ტურისტების ადგილსამყოფელამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ. მაშველებს ტურისტებთან სატელეფონო კავშირი ჰქონდათ და ინფორმირებულები იყვნენ იმის შესახებ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. ტურისტებს კარავი ჰქონდათ გაშლილი და სამაშველო ჯგუფს ელოდებოდნენ. დღის ბოლოს, მაშველებმა წარმატებით ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად ლატვიელი ტურისტები უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ჩამოიყვანეს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები