რაც შეეხება ოკუპაციას, ეს არის მოცემულობა, რომელსაც ჩვენ ომით ვერ დავუპირისპირდებით. ეს უკვე ვნახეთ და ვიცით. მე არ მყავს არც ერთი ჯარისკაცი, რომელიც დაიღუპება წაგებულ ომში და არ მინდა, არც ერთი ჯარისკაცი დაიღუპოს წაგებულ ომში. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ერთი გოჯი მიწა დასაკარგი. ამიტომ, მე მოვთხოვე და ვითხოვ, რომ საქართველოს ხელისუფლება იყოს ბევრად უფრო აქტიური, ბევრად უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული საერთაშორისო საზოგადოება და ბევრად უფრო ხშირად უნდა ხდებოდეს საქართველოს საკითხის წამოწევა წინა პლანზე, ვინაიდან ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ჩართულობის, გარკვეული ზეწოლების გარეშე რუსეთის მიმართ ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. ჩვენი ძალები, საქართველოს ძალები ამას არ ეყოფა. ამიტომ მაქვს იმედი, რომ საერთაშორისო საზოგადოება ძალიან აქტიურად დაგვიდგება ამ საკითხში გვერდით.
tbl.ge/8zd
დაკოპირდა

ამავე თემაზე
- ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
- კობახიძე: არაერთხელ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან კამერების გარეშე
- ბერშუეთის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
- გაერომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
- კალასის თქმით, EU-ს უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის




