ირაკლი ღარიბაშვილის საახალწლო მილოცვა

პრემიერი: ეკონომიკის განვითარება ჩვენი მთავარი ამოცანაა ახალ წელს

ირაკლი ღარიბაშვილი
Irakli Garibashvili Official

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი, 2015 წელი პედაგოგებს, ექიმებს, ჯარისკაცებს და პოლიციელებს, ასევე აფხაზ და ოს ძმებს, საერთაშორისო მისიებში მონაწილე ჯარისკაცებს და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მიულოცა. ღარიბაშვილმა საზოგადოებას მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატებები უსურვა, ასევე აღნიშნა, რომ 2015 გამოწვევები ხელისუფლებისთვის ეკონომიკის განვითარება რჩება.

"განვახორციელეთ მნიშვნელოვანი სოციალური პროექტები, განვახორციელეთ პროექტები ჯანდაცვაში, ეკონომიკაში, განათლებაში, სოფლის მეურნეობაში, რომლებსაც წლების განმავლობაში არავინ აქცევდა ყურადღებას. მაგრამ, ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად ვიცით, რომ ეს საკმარისი არ არის, ჩვენი ხალხი მეტს იმსახურებს და ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს მოქალაქეები, რომლებსაც რთულ პირობები უწევთ ცხოვრება და ჩვენი მთავრობა ამას ძალიან განიცდის.

სწორედ ამიტომ, ეკონომიკის განვითარება ჩვენი მთავარი ამოცანაა. წარმოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, კიდევ უფრო უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი განათლება არის ჩვენი მთავარი ამოცანა ახალ წელს. 2014წელს ჩვენ ამას საფუძველი ჩავუყარეთ, ავამუშავეთ სხვადასხვა პროექტი, რომელიც უკვე მომავალი წლიდან გახდება საგრძნობი და ხელშესახები.

მომავალ წელს კიდევ მეტი ახალი საწარმო უნდა გავხსნათ, მეტად უნდა განვავითაროთ ბიზნესი, მეტი ახალი ინვესტიციები უნდა შემოვიტანოთ, მეტი სამუშაო ადგილები შევქმნათ და ჩვენ უნდა გვქონდეს წინსვლა ყველა მიმართულებით" - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები