აქცია თავდაცვის სამინისტროსთან

თავდაცვის სამინისტროსთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან

Guga Chapichadze

ამ წუთებში თავდაცვის სამინისტროსთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ისინი უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის გადაგომასა და უწყებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრო შაბათს 20 დეკემბერს უკრაინაში ქართველი მებრძოლის გარდაცვალებას განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ "ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს".

ალექსანდრე გრიგოლაშვილი ლუგანსკის ოლქის ქალაქ სჩასტიესთან დაიღუპა. ცნობილია, რომ უკრაინელ მებრძოლთა ჯგუფი ჩასაფრებაში მოჰყვა, რის შედეგადაც ორი მებრძოლი დაიღუპა. გრიგოლაშვილი უკრაინაში რამდენიმე თვე იმყოფებოდა, იგი აიდარის სადაზვერვო ქვედანაყოფს მეთაურობდა. ეს უკრაინაში ქართველ მებრძოლებს შორის პირველი მსხვერპლია.

კომენტარები