ნუგზარ წიკლაური

წიკლაური: გრიგოლაშვილი უკრაინაში ჩვენი ქვეყნის ოკუპანტის წინააღმდეგ იბრძოდა

თავდაცვის სამინისტორმ გაავრცელა განცხადება, რომელსაც მხოლოდ რუსეთის სამინისტრო თუ მოაწერდა ხელს. ალექსანდრე გრიგოლაშვილი იყო უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი, ის იყო მოხალისე და ის უკრაინაში იბრძოდა ჩვენი ქვეყნის ოუპანტის, პუტინის რუსეთის წინააღმდეგ.ალექსანდრე გრიგოლაშვილი არის საქართველოს გმირი და ივანიშვილის ხელისუფლების უტიფარი მცდელობა, რომ მისი თავდადება წარმოაჩინონ ანგარებად ან წარმოაჩინონ გაუგებარი პროვოკაციის მსხვერპლად არის ქართული ჯარის და მთელი ქართველი ხალხის უმძიმესი შეურაცხყოფა.

ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრი ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს განცხადებას

კომენტარები