აფეთქება

ბლუმბერგი: 05/08/08-ში ნავთობსადენის აფეთქების უკან რუსეთი დგას

ამერიკულმა გამოცემა ბლუმბერგმა სტატია გამოქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2008 წლის 5 აგვისტოს თურქეთში ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მონაკვეთის აფეთქების უკან რუსეთი დგას. სტატია ამერიკული დაზვერვისგან მიღებულ დოკუმენტებს ეყრდნობა.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თავის დროზე ქურთისტანის მუშათა პარტიამ აიღო, თუმცა სტატიაში ნათქვამია, რომ მაშინ რუსეთის დაზვერვის სამსახურსა და ქურთისტანის მუშათა პარტიას შორის შეთანხმება მოხდა.

ბლუმბერგის ინფორმაციით, რუსმა ჰაკერებმა გატეხეს უსაფრთხოების სისტემა, რის შემდეგაც მილსადენის კონკრეტულ მონაკვეთზე აფეთქება მოხდა. იქვე ვკითხულობთ, რომ აფეთქებისას ძვირადღირებული ტექნიკა გამოიყენეს, რისი საშუალებაც ქურთისტანის მუშათა პარტიას ვერ ექნებოდა.

თურქეთში ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის მონაკვეთი აგვისტოს ომამდე სამი დღით ადრე ააფეთქეს. ამის შედეგად საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდება 2 თვით შეჩერდა.

კომენტარები