კულისებიდან სახელმწიფო ასე ვერ მოიმართება, თანაც კულისებიდან როცა ვინმე მართავს სახელმწიფოს, მას უნდა ჰქონდეს ბერკეტები. მე არავითარი ბერკეტები გამაჩნია და ამის პრეცედენტი გახლავთ პრეზიდენტი, რომელმაც არ მოისურვა ჩემთან ურთიერთობა და ავტომატურად დასრულდა ყველაფერი. მე არავითარი ბერკეტი არ მაქვს, უსუფაშვილი, ღარიბაშვილი ან პარლამენტი ვმართო, არც ჩანაწერებს ვფლობ, არ გაქვთ, ალბათ, ამაზე ეჭვი და არანაირი ბერკეტი არ გამაჩნია. ვისაც მოესურვება რჩევა, ეს პოლიტიკაში აშკარად მიღებულია, ყოფილ პოლიტიკოსებს ყველა ქვეყანაში ეკითხებიან.
tbl.ge/gmu
დაკოპირდა

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას ნათქვამს გამოეხმაურა, რომელმაც მასზე თქვა, რომ "ინსტიტუტებისა და კანონის ნაცვლად, ქვეყანას ერთი კაცის ნება მართავს".




