ჩემს სიტყვას აქვს კარგი ფასი და ეს აშფოთებთ სწორედ და ეს მიაჩნიათ სწორედ, რომ ვმართავ კულისებიდან. არაფერსაც არ ვმართავ კულისებიდან და არასდროს არ ვარღვევდი კანონს და არ ვაკეთებდი იმას, რასაც არ ვაცხადებდი საჯაროდ. ასე მიცხოვრია ყოველთვის. ეს აქვთ მხოლოდ მხედველობაში. რომ ჩემს სიტყვას აქვს გარკვეული წონა. თამასა, რომელიც ჩემი პრემიერობის დროს მე დავტოვე, იმ თამასას ვინც ვერ შეინარჩუნებს, რა თქმა უნდა, მე არ გავჩერდები. ეს იციან კარგად. აი, როცა ალასანიას თავის დროზე დაუსვეს კითხვა და კითხეს - შენ ამდენ ხანს მინისტრი იყავი და როდესმე დაგირეკა? რამე დაგავალა ან დაგაძალა? არაო. ვერ ვიხსენებ, მაგრამ ვგრძნობდიო. გრძნობდა იმას, რომ თამასას დაბლა დაწევაზე მე ხმას ამოვიღებდი. და თქვენთან ერთად... საზოგადოებამ უნდა მართოს, საზოგადოება არის ძალაუფლების წყარო. მე ვარ საზოგადოების წევრი და მაქვს გარკვეული ნდობა, რაც ათასჯერ მითქვამს, და იციან, რომ თამასის დაბლა დაშვებას არავის არ ვაპატიებ. აი, ეს აშფოთებთ, ეს მიაჩნიათ, რომ მე ვმართავ. დიახ, თუ ამ ჩრდილს ხედავენ, რომ მე ხმას ამოვიღებ ამ დარღვევებზე, ძალიან ბევრი მთავრობის წევრი ამას ანგარიშს უწევს და უნდა გაუწიონ კიდეც. იციან, რომ მე არ გავჩერდები, და არ გავჩუმდები და ეს აქვთ მხოლოდ მხედველობაში, მხოლოდ ამ ჩრდილს ხედავენ, რომ თუ დაარღვევენ, მე ხმას ამოვიღებ. აი, ამას ეძახიან ჩემი აზრით კულისებიდან მართვას. ეს არ არის მართვა, ჩვენ გვყავს ძალიან წარმატებული პრემიერი და წარმატებული მთავრობა. მშვენივრად ართმევენ თავს საკუთარ პრობლემებს. თვეში ერთხელ რჩევა მთელ ევროპასა და მთელ მსოფლიოში მიღებულია.
tbl.ge/h1a
დაკოპირდა

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი.




