ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრო რუსეთს პროვოკაციულ საქმიანობაში ადანაშაულებს

ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრომ ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ასახულია როგორ უახლოვდება რუსული სამხედრო თვითმფრინავი ნორვეგიულ თვითმფრინავს. სამხედრო თვითმფრინავებს შორის დაშორება 20 მეტრზე ნაკლები იყო. დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად ნორვეგიელმა მფრინავმა კურსი შეცვალა.

ნორვეგია არ არის პირველი სახელმწიფო, რომელმაც რუსეთი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა. მანამდე რუსეთის მიმართ იგივე ბრალდებები ჰქონდა ფინეთს, ესტონეთსა და შვედეთს.

კომენტარები