საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

ზაქარეიშვილი: არა მგონია, უკრაინამ ეჭვმიტანილებს თანამდებობები შესთავაზოს

პაატა ზაქარეიშვილი
people.ge

არა მგონია, უკრაინამ სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილებს თანამდებობები შესთავაზოს, - საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების უკრაინის მთავრობაში შესაძლო დანიშვნის შესახებ კომენტირებისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

ზაქარეიშვილის განცხადებით, გასაკვირი იქნება, უკრაინელები ენდონ იმ ხალხს, რომლებმაც ქვეყანა კოლაფსის წინაშე დააყენეს.

„ეჭვი მეპარება, რომ უკრაინის ხელისუფლება წავიდეს იმაზე, რომ სისხლის სამართალში ეჭვმიტანილ პირებს შესთავაზონ პოლიტიკური თანამდებობები. ხოლო ვიზეც არ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული, ბუნებრივია, იქ უკრაინას გააჩნია თავისი გარკვეული ხედვები. თუმცა, გამიკვირდება იმ პოლიტიკოსების დანიშვნა უკრაინის მთავრობაში, რომლებმაც საქართველოში პრაქტიკულად რეფორმები ჩააგდეს და კოლაფსის წინაშე დააყენეს სახელმწიფო იმდენად, რომ საქართველოს მოსახლეობას მოუწია მათი სასწრაფოდ გადარჩევა“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები