კრიმინალი

ტყიბულში ოჯახი გაძარცვეს

გუშინ, საღამოს ათი საათისთვის ტყიბულის სოფელ კურსებში კაკალაძეების ოჯახი გაძარცვეს. დაზარალებულების ინფორმაციით, მათთან სამი ნიღბიანი შეიჭრა. მძარცველები ფულსა და ოქროს ითხოვდნენ, თუმცა ფული ვერ მიიღეს, ამიტომ ოჯახის წევრები გაკოჭეს და პირი აუკრეს.

მომხდარის შესახებ მეზობლებმა მალევე შეიტყვეს, მაგრამ მძარცველებმა მიმალვა მოასწრეს. მათ თან 30 ლარი წაიღეს.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით, რაც ძარცვას გულისხმობს.

კომენტარები