ზაქარია ქუცნაშვილი თავისუფალ დემოკრატებზე

ქუცნაშვილი: თავისუფალი დემოკრატების ოპოზიციაში გადასვლით საზოგადოებამ მოიგო

www.radiotavisupleba.ge

თავისუფალი დემოკრატების ფრაქციიდან გასვლით ქართულმა საზოგადოებამ მოიგო - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თავისუფალმა დემოკრატებმა და ქართულმა ოცნებამ წინა კვირას განვითარებული პროცესების შედეგად წააგეს.

„თავისუფალმა დემოკრატებმა და ქართულმა ოცნებამ წავაგეთ, რადგან ჩვენ აღარ ვართ ერთმანეთის პარტნიორები. თუმცა მოიგო ქართულმა საზოგადოებამ. მათ მიეცათ ახალ ოპოზიციურ პარტიასთან ურთიერთობის საშუალება“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისი თქმით, თავისუფალი დემოკრატების კოალიციიდან გასვლა მოხდა არასწორად, თუმცა ბუნებრივად.

„არასწორად-ში ვგულისხმობ იმას, რომ ქართული ოცნებისთვის და თავისუფალი დემოკრატებისთვის აჯობებდა პარტნიორობა გაგრძელებულიყო“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილის განცხადებით, მოვლენების განვითარება დამოკიდებულია ორ გარემოებაზე - რას დაამტკიცებს სასამართლო და რას დაამტკიცებენ თავისუფალი დემოკრატები, თავიანთი ხმამაღალი განცხადების საფუძვლად.

„დანაშაულის დაბრალება ძალიან მძიმეა. კურსისადმი ღალატი ასევე საკმაოდ მძიმე ბრალდებაა. ასე რომ, ორივე მხარეს მოუწევს თავისი განცხადების დადასტურება და მოვლენების განვითარება სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ დაამტკიცებს თავის სიმართლეს“, - განაცხადა ქუცნაშვილმა. 

კომენტარები