ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: მე წამყვანი საერთოდ არ ვიქნები, თუმცა წამყვანებთან ერთად ვიქნები

ყოველდღიური ანალიტიკური გადაცემა იქნება GDS-ზე, 2030 საზოგადოების. 20 30-ად დავამრგვალეთ და გვინდა ეს სახელი შევინარჩუნოთ. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით იქნება ეს ანალიტიკური გადაცემა, სადაც სამი ანალიტიკოსი და კიდევ მოწვეული ჩვენი ჯგუფიდან, საზოგადოება 2030-დან, ასევე გარედან საინტერესო პიროვნებებთან ერთად მოხდება ანალიზი არსებული მოვლენების. როდესაც არსებული მოვლენები არ იქნება ძალიან საინტერესო და დაგვრჩება ვაკუუმი, სტრატეგიაზეც ვისაუბრებთ და სხვადასხვა თემებს შემოვიტანთ ჩვენგან დამუშავებულს. კვირაობით მე მოვახერხებ ერთი საათის განმავლობაში სამ წამყვანთან ერთად ძირითადი ანალიზი გავაკეთო. მე წამყვანი საერთოდ არ ვიქნები, თუმცა წამყვანებთან ერთად ვიქნები. თანაწამყვანობა მე ოდესღაც ვთქვი და ბევრს არ მოეწონა ეს და ამაში მე არავითარ ტრაგედიას არ ვხედავ. 

განაცხადა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში

კომენტარები