თავისუფალი დემოკრატების ყრილობა

ალასანია: საქართველოს დაუძინებელი მტერი რუსეთის იმპერიული ფუნდამენტალიზმია

დღეს მთელი მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის დაუძინებელი მტერი არის ფუნდამენტალიზმი. საქართველოსთვის დაუძინებელი მტერია იმპერიული ფუნდამენტალიზმი რუსეთის ფედერაციის, რომლის მსხვერპლი ჩვენ 1992-93 წლებში გავხდით. 2008 წელს ისევ სწორედ მათ შემოტევამ, მათი მხრიდან აგრესიამ დაგვაკარგინა ტერიტორიები უამრავ ჩვენი მებრძოლისა და თანამოქალაქის სიცოცხლესთან ერთად. დღეს უკრაინაში ისევ აგრძელებს რუსეთი საკუთარი იმპერიული ფუნდამენტალისტური იდეების და გეგმების განხორციელებას. ამას საქართველო მარტო ვერ აღუდგება წინ. ამას საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიტანს, თუ შეიკრა საზოგადოება და რაც მთავარია, ჩვენი მეგობრები - დასავლეთის განვითარებული ქვეყნები გვერდში დაგვიდგებიან.

განაცხადა ირაკლი ალასანიამ თავისუფალი დემოკრატების ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას

კომენტარები