კრიმინალი

სახალხო დამცველის ოფისთან მამაკაცი თავის დაწვით იმუქრება

ombudsman.ge

თბილისში, სახალხო დამცველის ოფისთან მოქალაქე ალექსანდრე ხვედელიძე თავის დაწვით იმუქრება - ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.  

ალექსანდრე ხვედელიძე აცხადებს, რომ სამართალი ვერ იპოვა და თავის დაწვის გარდა არაფერი დარჩენია.

ალექსანდრე ხვედელიძის განცხადებით, 2013 წლის ნოემბერში ხაშურში, მისი შვილი, 21 წლის გიგი ხვედელიძე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულ ხვედელიძეების მეზობელს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რის შემდეგაც სააპელაციო სასამართლომ სასჯელი შეუმსუბუქა.

გარდაცვლილის მამის პროტესტის მიზეზი სწორედ ეს გახდა. ამასთან, ოჯახის ინფორმაციით, მკვლელობაში სხვა პირებიც არიან დამნაშავეები, რომლებიც ამ დრომდე არ დასჯილან. ალექსანდრე ხვედელიძე აცხადებს, რომ სამართალი ვერ იპოვა და თავის დაწვის გარდა არაფერი დარჩენია.

კომენტარები