კიბერუსაფრთხოება

McAfee შესაძლოა საქართველოს კიბერუსაფრთხოების სისტემების განვითარებაში დაეხმაროს

techreviewer.co.uk

4 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართვერლოში ვიზიტით მყოფ კიბერუსაფრთხოების სისტემების მწარმოებელი კომპანია Intel Security-McAfee-ის ვიცეპრეზიდენტს იან ვან ვილეს შეხვდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, მხარეებმა ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

Intel Security-McAfee-ის ვიცეპრეზიდენტმა თქვა, რომ ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში, რომლის მიზანიც ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარების გაცნობაა. იან ვან ვილე ფინანსთა სამინისტროში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით არსებულ მდგომარეობას გაეცნო. 

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, Intel Security-McAfee-ის მსგავს მნიშვნელოვან კომპანიასთან თანამშრომლობა საქართველოს ინფორმაციული სისტემების უცხოურ სტანდარტებთან დაახლოებას შეუწყობს ხელს.

Intel Security-McAfee Intel-ის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტია, რომელიც ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემებს კერძო კომპანიებისა და სახელმწიფო სექტორისთვის აწარმოებს.

კომენტარები