ISIS

კანადამ ისლამისტების წინააღმდეგ პირველი საჰაერო დარტყმები განახორციელა

www.thecanadianpress.com

ერაყში ისლამისტების წინააღმდეგ კანადამ პირველი საჰაერო დარტყმები განახორციელა. კანადის თავდაცვის მინისტრის რობ ნიკოლსონის განცხადებით, საჰაერო დარტყმების შედეგად ერაყის ქალაქ ფალუჯასთან მობილიზებული ისლამისტების პოზიციები განადგურდა. ოპერაციის დეტალური შეტაკებების შესახებ პრესკონფერენცია სამშაბათს გაიმართება. ანტიისლამისტურ კოალიციას კანადა გასულ კვირას შეუერთდა.

რაც შეეხება სირიას, შაბათ-კვირის განმავლობაში კოალიციის ავიაციამ ისლამისტურ დაჯგუფებას ქალაქ კობანესთან ახლოს ხუთ სხვადასხვა პოზიციაზე შეუტია. ოპერაციის შედეგად ISIS-ის ხუთი მცირე ერთეული და სამი სატრანსპორტო საშუალება განადგურდა.

კომენტარები