სექსი

მეცნიერები: პირველი სქესობრივი აქტი 385 მილიონი წლის წინ შედგა

Do it for Denmark!

The Washington Post-ის ცნობით, სექსის ისტორია 385 მილიონ წელს ითვლის. პალეონტოლოგების საერთაშორისო ჯგუფმა პრეისტორიული არსებების ფართომასშტაბიანი კვლევა ჩაატარა. კვლევის მიხედვით გაირკვა, რომ უძველესი არსებები, რომლებსაც სასქესო ორგანოები ჰქონდათ, იყვნენ შოტლანდიის ერთ-ერთ ტბაში მცხოვრები 8 სანტიმეტრის მიკრობრაქიუს დიქის ჯიშის თევზები. მამრი მიკრობრაქიუსები შეწყვილების პერიოდში საკუთარ უკანა ფარფლს პენისის ფუნქციით იყენებდნენ. მდედრ მიკრობრაქიუსს კი, ვაგინის წინამორბედი თეფშისებური წანაზარდი ჰქონდა. შეწყვილების პროცესში წყვილი ერთმანეთს ფარფლების ხორკლებით ეჭიდებოდა.

პალეონტოლოგების აზრით, სექსი, როგორც განაყოფიერების აქტი და სქესების ჩამოყალიბება სწორედ მიკრობრაქიუსს უკავშირდება, ამიტომაც მეცნიერები ამ არსებას ევოლუციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კვანძზე ათავსებენ. მათი აზრით, მიკრობრაქიუსი ყველა ორსქესიანი არსების ჰიპოთეტურ წინაპრად შეიძლება მივიჩნიოთ.

მიკრობრაქიუსი მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს რობერტ დიქმა აღმოაჩინა. დიქს ვარაუდი მალევე გაუჩნდა, რომ მამრის ფარფლები სხვა თევზებისგან განსხვავდებოდა, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამრი ფარფლებს სასქესო ორგანოების ფუნქციით იყენებდა, 2008 წელს დადგინდა. მას შემდეგ მეცნიერები მსგავსი ასაკით დათარიღებულ ნიმუშებში სასქესო ორგანოებს კვლავ ეძებდნენ, მაგრამ მიკრობრაქიუსზე ძველი სასქესო აქტივობის გამომხატველი ნიშნები არ მოიძებნა.

კომენტარები