კორუფცია

წყალმომმარაგებელი GWP-ის თანამშრომლები ჯგუფური კორუფციის ფაქტზე დააკავეს

Georgian Water and Power

წყალმომმარაგებელი კომპანიის Georgian Water and Power (GWP) თანამშრომლები ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ეჭვმიტანილები თბილისში, ერთერთ სასტუმროს მფლობელს, 1 100 ლარის სანაცვლოდ სასტუმროში განთავებულ წყლის მრიცხველებზე ხარჯვის მონაცემების შეცვლას სთავაზობდნენ. სასტუმროს მფლობელი საქართველოს არარეზიდენტი პირია.

საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარები