ჟენევის მოლაპარაკებები

პეტრიაშვილი: რაც ქვეყანაში თავდაცვისთვის კეთდება, რუსეთისთვის საფრთხე არ არის

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ინფრასტრუქტურა, რაც საქართველოში თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით კეთდება, რუსეთს საფრთხეს არ უქმნის.

"არცერთი ინფრასტრუქტურა, რომელიც იქმნება საქართველოში თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით, არ უქმნის საფრთხეს ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს რუსეთს. საქართველოს ტერიტორიებიდან რუსული ბაზების გაყვანა, მოლდოვიდან რუსული ბაზის გაყვანა და უკრაინიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების დაუყონებლივ გაყვანა - ეს ნამდვილად შეუწყობდა [უსაფრთხოებას ხელს] და უმჯობესია, ამაზე იზრუნონ", - აღნიშნავს მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო უწყებამ ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებებში შეშფოთება გამოხატა ქართულ მედიაში გავრცელებულ განცხადებებზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე NATO-ს საბრძოლო ინფრასტრუქტურის შესაძლო განლაგებას ეხება. "ასეთი ქმედებები საფრთხეს შეუქმნიდნენ სამხრეთ კავკასიის რეგიონულ უსაფრთხოებას", - წერია განცხადებაში.

კომენტარები