მთავრობა

პრემიერთან უცხოელთა შესახებ კანონზე და მის ხარვეზებზე იმსჯელეს

radiotavisupleba.ge

საქართველოს მთავრობა უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ახალი კანონის მოქმედებაზე მონიტორინგს ახორციელებს. ახალი კანონის დადებით მხარეებსა და შესაძლო ხარვეზებზე, შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებმა დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში შემოსვლის და ყოფნის ახალ წესებთან შეგუების პროცესს უცხოელთა ერთი ნაწილი მტკივნეულად აღიქვამს, შესაბამისად, მთავრობა მათი დახმარების სხვადასხვა შესაძლებლობას განიხილავს", -აღნიშნულია განცხადებაში.

პრემიერმინისტრის დავალებით, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროები „მაქსიმალურ ყურადღებას მიაქცევენ ყველა უცხოელს, რათა მათი სამართლებრივი მდგომარეობა დამატებითი ხარჯების გარეშე მოექცეს ახალი კანონის შესაბამის რეგულაციებში და კანონმა კითხვის ნიშნები არ გამოიწვიოს".

კომენტარები