ანტიტერორისტული ოპერაცია

ავიადარტყმის შედეგად სირიაში ხორასანის დაჯგუფების ლიდერი დაიღუპა

dronewars.net

აშშ-მ ავიადარტყმის შედეგად  ხორასანის დაჯგუფების ლიდერი მუჰსინ ალ ფადჰლი გაანადგურა. როგორც სააგენტო Reuters ორგანიზაცია SITE -ზე დაყრდნობთ იუწყება, რომელიც ინტერნეტში ისლამისტების აქტიურობის მონოტორინგს ახორციელებს, 27   სექტემბერს ალ კაიდას ერთ-ერთმა წარმომდგენელმა, ტერორისტების ერთ-ერთი ლიდერის აიმან ალ ზავაჰირის ერთ-ერთმა თანამებრძოლმა ტვიტერში ხორასანის ლიდერის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

ორგანიზაციის მონაცემებით, ტერორისტთა ლიდერი 23 სექტემბერს, დამრტყმელი უპილოტო აპარატის იერიშის შედეგად იქნა ლიკვიდირებული. ხორასანის დაჯგუფება ალ ნუსრას ფრონტის შემადგენლობაში შედის, რომელიც ალ კაიდასთან არის დაკავშირებული. პენტაგონის ინფორმაციით, დაჯგუფება დასავლეთის ქვეყნებში ტერაქტებს ამზადებდა.  

კომენტარები