ანტიტერორისტული ოპერაცია

ავაკოვი: სლავიანსკში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს უშიშროების ოფიცერი მოკლეს

"უშიშროების ოფიცერი მოკლეს. დაჭრილები და გარდაცვლილები ორივე მხარეს არიან", - წერს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი facebook-ის პირად გვერდზე. ავაკოვის ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს უკრაინის უშიშროების სამსახურის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი და კიდევ 4 პირი დაჭრეს. სეპარატისტებს შორის გარდაცვლილთა და დაჭრილთა რაოდენობა მინისტრისთვის უცნობია. როგორც ავაკოვი აღნიშნავს, სეპარატისტები  მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ. 

ქალაქ სლავიანსკში შეიარაღებული პირებისგან მილიციის შენობის გასათავისუფლებლად ანტიტერორისტული ოპერაცია რამდენიმე საათის წინათ დაიწყო

კომენტარები