გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

თბილისისა და ქუთაისის მერები სამუშაო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრნენ

radiotavisupleba.ge

თბილისის მერი დავით ნარმანია და ქუთაისის მერი შოთა მურღულია სამუშაო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრნენ. კონფერენცია გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარეის ბანკის მიერაა ორგანიზებული და სამხრეთ კავკასიაში მდგრადი ურბანული განვითარების საკითხებს მიეძღვნება. კონფერენციაზე ურბანულ დაგეგმარებასა და ქალაქის მენეჯმენტის რეალობის შეცვლის საკითხებსა და სამხრეთ კავკასიაში ურბანული განვითარების მხრივ არსებულ პროგრესზე, წყლის რესურსების სანიტარიასა და ნარჩენების მართვის საკითხებზე იმსჯელებენ.

"შევხვდები ბერლინის მერს, სადაც საუბარი გვექნება ბერლინსა და თბილისს შორის თანამშრომლობის საკითხებზე, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ევროპული სტადარტების ჰარმონიზაციის და სხვა ცალკეულ პროექტებში მხარდაჭერის თავლსაზრისით. ჩვენ გერმანიასთან ძალიან აქტიური თანამშრომლობა დავიწყეთ გენერალური გეგმის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სადაც გერმანული მხარე გაგვიწევს მხარდაჭერას და დაგვეხმარება ევროპული გამოცდილების გაზიარებაში, სადაც უშუალოდ მათი ექსპერტები იქნებიან ჩართულები" - განმარტა დავით ნარმანიამ.

კომენტარები