ევრო 2020

UEFA-მ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქები დაასახელა

2020 წელს გასამართი ევროპის ჩემპიონატი საუიბილეო მე-60 იქნება. ამ ფაქტთან დაკავშირებით, UEFA-მ მიიღო გადაწყვეტილება ტურნირი არა ერთ კონკრეტულ ქვეყანაში გამართოს, არამედ მისცეს შესაძლებლობა სხვადასხვა ევროპულ ქალაქებს, უმასპინძლონ ჩემპიონატის სხვადასხვა თამაშებს.

19 სექტემბერს, ჟენევაში მასპინძელი ქალაქები დასახელდა.

ჯგუფური ეტაპის სამ მატჩს და ერთ მერვედფინალს უმასპინძლებენ: ბრიუსელი (ბელგია), კოპენჰაგენი (დანია), ბუდაპეშტი (უნგრეთი), ამსტერდამი (ჰოლანდია), დუბლინი (ირლანდია), ბუქარესტი (რუმინეთი), გლაზგო (შოტლანდია), ბილბაო (ესპანეთი).

ჯგუფური ეტაპის სამ მატჩს და ერთ მეოთხედფინალს უმასპინძლებენ: ბაქო (აზერბაიჯანი), მიუნხენი (გერმანია), რომი (იტალია), სანკტ-პეტერბურგი (რუსეთი).

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩები და ასევე ფინალური შეხვედრა ლონდონში, უემბლის სტადიონზე გაიმართება.

კომენტარები