რეფერენდუმი შოტლანდიაში

აშშ: შოტლანდიას დამოუკიდებლობა უარყოფით ეკონომიკურ შედეგებს მოუტანს

Reuters

ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ შოტლანდიას დამოუკიდებლობა უარყოფით ეკონომიკურ შედეგებს მოუტანს. ამის შესახებ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაში განაცხადეს.

"ვფიქრობ, რომ ძლიერი გაერთიანებული სამეფო მნიშვნელოვანია, რადგან ის დიდი ხანია, ერთ-ერთი საუკეთესო და სანდო პარტნიორია ჩვენთვის. ყურადღებით ვაკვირდებით, რა მოხდება", - თქვა ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიაში რეფერენდუმი დაიწყო. უნდა იყოს თუ არა შოტლანდია დამოუკიდებელი ქვეყანა? - შოტლანდიაში მცხოვრებებს აღნიშნულ კითხვაზე "კი" ან "არა" პასუხების გაცემა შეუძლიათ.

რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად 4 285 323 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

შოტლანდიაში სულ 2608 საარჩევნო უბანია გახსნილი, რომლებიც, ადგილობრივი დროით, 22:00 საათზე დაიხურება. შედეგები, სავარაუდოდ, პარასკევს დილით გახდება ცნობილი.

კომენტარები