ISIS

ფუად მასუმი: ირანი უნდა შეუერთდეს ISIS-ის წინააღმდეგ კამპანიას

AFP

ერაყის პრეზიდენტმა ფუად მასუმმა, ორშაბათს, 15 სექტემბერს პარიზში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანმა ISIS-ის წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციაში მონაწილეობა უნდა მიიღოს. მასუმის განმარტებით, ირანსა და ერაყს საერთო 1000-კილომეტრიანი საზღვარი აქვს და ირანი ერაყს მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და სამხედრო მხარდაჭერას უწევს.

კოალიციაში მონაწილეობაზე მზადყოფნა უკვე 10-მა არაბულმა ქვეყანამ გამოთქვა. მათ რიგებში სირია არ შედის. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფაისალ მეკდადმა აღნიშნა, რომ სირიის ტერიტორიაზე სირიის მთავრობასთან კოოპერაციის გარეშე საჰაერო დარტყმები დიდი შეცდომა და დანაშაულია.

„ის, ვისაც სირიაში ან ერაყში ტერორიზმთან ბრძოლა სურს, ამას ვერ განახორციელებს ორივე მთავრობასთან კოორდინირებული თანამშრომლობისა და უფრო ფართო საერთაშორისო კოალიციის გარეშე. კოალიციაში რუსეთის, ჩინეთის და ირანის ისლამური სახელმწიფოს ჩართვაა საჭირო. ტერორიზმთან ბრძოლა შეუძლებელია ტერორისტული ჯგუფების შემქმნელებთან თანამშრომლობით, მათ შორის, საუდის არაბეთთან, კატართან, თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან“, - განაცხადა ფუად მასუმმა.

კომენტარები