მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში 2014

აშშ-ის ნაკრები კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონია

fiba.com

დასრულდა ესპანეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში. როგორც მოსალოდნელი იყო, ტურნირი აშშ-ის ნაკრებმა მოიგო. მაიკ კრჟიჟევსკის გუნდმა ფინალში სერბეთი ანგარიშით - 129:92.

შეხვედრის დასაწყისში, სერბმა კალათბურთელებმა მეტოქეს მცირე წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა პირველი ხუთი წუთის შემდეგ, ამერიკელების უპირატესობა აშკარა იყო.

კაირი ირვინგმა 26 ქულა ჩააგდო და ამასთან, მთლიანად ტურნირის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა. აღსანიშნავია, რომ ირვინგმა 6-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. კარგი მატჩი ჰქონდა ჯეიმს ჰარდენსაც, რომლის ანგარიშზეც 23 ქულა იყო. სერბთა 18-18 ქულა ჰქონდათ ბიელიცას და კალინიჩს.

რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის მატჩს, საფრანგეთმა 95-93 დაამარცხა ლიტვის ნაკრები და მედლებს დაეუფლა.

კომენტარები