ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

გაბაშვილი: ივანიშვილს შეუძლია, მედიის გასაკონტროლებლად თავი არ შეიწუხოს

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი გაბაშვილი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ "მედიაში მომუშავეები კონტროლს და კრიტიკას უნდა ექვემდებარებოდნენ", შეუძლებელ ამოცანად მიიჩნევს.

"ბატონი ივანიშვილისთვის არ კმარა, რომ ის აკონტროლებს საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, ყველა უწყებას, ყველა თანამდებობის პირს. მისი ხუშტურების მიხედვით მინისტრები ეტაკებიან ხოლმე პრეზიდენტს. ახლა მას უნდა, უკვე მთლიანად გააკონტროლოს, მთლიანად რა ითქმება ქვეყანაში. სიტუაციის და კონკრეტულად მის შესახებ. ეს შეუძლებელი ამოცანაა და ამის გაკონტროლება ვერ მოხერხდება. ასე რომ, შეუძლია, თავი არ შეიწუხოს", - თქვა გაბაშვილმა.

კომენტარები