უელსის სამიტი

პაკეტზე, რომელსაც საქართველო NATO-სგან მიიღებს, უელსის სამიტზე ხვალ იმსჯელებენ

პაკეტზე, რომელსაც საქართველო NATO-სგან მიიღებს, უელსის სამიტზე ხვალ იმსჯელებენ. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ტვიტერზე დაწერა. მისი თქმით, ახალი პაკეტი მიმართული იქნება საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისა და წევრობისთვის მოსამზადებლად.

რასმუსენმა ასევე დაწერა, რომ საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი დემოკრატიული და თავდაცვითი რეფორმები. NATO მოუწოდებს საქართველოს, განაგრძოს რეფორმები, კანონის უზენაესობის ჩათვლით. მისივე თქმით, როგორც ერთ-ერთი მსხვილი NATO-ს არაწევრი კონტრიბუტორი ISAF-ის მისიაში, ავღანეთში, საქართველომ საკუთარი თავი წარმოაჩინა, როგორც უსაფრთხოების კონტრიბუტორი.

რასმუსენისვე განცხადებით, ის საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უკვე შეხვდა. "ჩვენ გავაძლიერებთ კავშირებს NATO-ს პარტნიორებთან, საქართველოს ჩათვლით", - წერს რასმუსენი ტვიტერზე.

კომენტარები