ინვესტიციები

მსოფლიო ბანკის $60 მილიონიანი სესხი ელექტროგადამცემი ქსელის გასაუმჯობესებლად

სამშაბათს, 3 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა ხელი მოაწერეს საფინანსო ხელშეკრულებას, რომლითაც საქართველო ელექტროგადამცემი ქსელის გაუმჯობესების მიზნით ქვეყანა ახალ, $60 მილიონიან კრედიტს იღებს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სამხრეთ ნაწილში გადამცემი ხაზების რეაბილიტაციას, რათა სისტემამ უკეთ შეძლოს საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის შეუფერხებელი მიწოდება.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ.

მსოფლიო ბანკმა განვითარებისა და რეკონსტრუქციის საერთაშორისო ბანკთან (IBRD) ერთად აღნიშნილი პროექტი 13 მაისს დაამტკიცა. 

შეგახსენებთ, საქართველოში 1992 წლიდან მსოფლიო ბანკის კრედიტებით 62 პროექტი განხორციელდა, რომლის საერთო ღირებულებაც 2.27 მილიარდი დოლარს შეადგენს.

კომენტარები