NATO-საქართველო

პრემიერი: NATO-ს სამიტზე ადეკვატურ შეფასებას ველოდებით

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ გასული წლის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავა, რათა NATO-ს უელსის სამიტზე მაქსიმალური შედეგისთვის მიეღწია. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა. 

"როგორც იცით, შემუშავებულია პაკეტი. მთავრობამ გააკეთა შესაძლებლობების მაქსიმუმი და ამ პროცესში პირადად ვიყავი ჩართული. ბოლო ორი კვირის განმავლობაში განვახორციელე სატელეფონო ზარები, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან, გერმანიის კანცლერთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ჰოლანდიის პრემიერმინისტრთან. მთელი წლის განმავლობაში ვმუშაობდით ინტენსიურად, რომ მაქსიმუმისთვის მიგვეღწია. რა თქმა უნდა, კონიუნქტურა გასათვალისწინებელია და ევროპელები ამას ყურადღებას აქცევენ. ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა და ველოდებით იმას, რომ მივიღოთ ადეკვატური შეფასება NATO-ს სამიტზე", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

უელსში NATO-ს სამიტი 4-5 სექტემბერს გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ MAP-ი უელსის სამიტის თემა არ იქნება. ასევე, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტაბულას უთხრა, რომ "MAP-ზე საუბარი აღარ არის".

კომენტარები