NATO-საქართველოს ურთიერთობა

კანდელაკი: მთავრობა საქართველოს უკრაინისგან დისტანცირებას ცდილობს

რადიო თავისუფლება

საქართველოს სასიცოცხლო ინტერესია, რაც შეიძლება მყარად დაფიქსირდეს ცივილიზებული სამყაროს მხარეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

”საქართველოს სასიცოცხლო ინტერესია, რაც შეიძლება მყარად დაფიქსირდეს ცივილიზებული სამყაროს მხარეს და უკრაინასთან ერთად, ასე ვთქვათ, ერთ პაკეტში მოიაზრებოდეს”, - განაცხადა კანდელაკმა.

კანდელაკი NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორ სახელმწიფოებში სამხედრო ბაზების განთავსებას აპირებს.

”ცივილიზებული სამყაროს პოზიცია რუსეთის მიმართ დღითი დღე უფრო მკაცრი ხდება. ამ ისტორიულ ვითარებაში, რომელიც საქართველოსთვის როგორც რისკებს, ასევე შესაძლებლობებს შეიცავს, არჩევანი მარტივია - ან ცივილიზაციური სამყაროს მხარეს ან ამ ცივილიზაციის მტრების მხარეს. საქართველოსთვის სხვა არჩევანი არ არსებობს. საქართველოს მთავრობა კი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ საქართველოს უკრაინისგან დისტანცირება მოხდეს”, - აღნიშნა კანდელაკმა.   

კომენტარები