დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვიტა, რომ სიკვდილით დასჯა შემოიღოს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
BBC-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ამ გადაწყვეტილებით ისინი შეეცდებიან საკუთარი მოსახლეობა ყაჩაღობისა და ორგანიზებული კრიმინალისაგან დაიცვან.
დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლების განცხადებით, სიკვდილით დასჯის შემოღება "მძიმე დანაშაულების წინააღმდეგ იქნება უმაღლესი დონის სოციალური დაცულობის გარანტია".
თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლები ასევე უარყოფენ ლუგანსკის ოლქში ლტოლვილთა კოლონისათვის ცეცხლის გახსნას და ირწმუნებიან, რომ ეს თავად უკრაინელებმა ჩაიდინეს.





