რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება საქართველოსთვის აქტუალური არ არის. ამის შესახებ, სააგენტო РИА Новости-ს ცნობთ, 11 აგვისტოს საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
„ჩვენი (რუსეთ-საქართველოს) სავაჭრო ურთიერთობის მოცულობა იმდენად მცირეა, რომ, ვფიქრობ, ეს თემა ნამდვილად არ არის აქტუალური და რელევანტური", - განაცხადა ზურაბ აბაძიშემ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.
რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთს მიმართ „არავითარი შერბილებული ტონი არ არსებობს", ქვეყნებს შორის შეწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობა, რაც სახელმწიფოთა შორის დამოკიდებულების ყველაზე მკაცრი ფორმაა, და ორ ქვეყანას შორის არ არსებობს ოფიციალური კავშირები.





