კრიმინალი

ვარკეთილის მეტროსთან ორი მამაკაცი დაჭრეს

ვარკეთილის მეტროსთან ორი მამაკაცი დაჭრეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ბრალდებული უკვე დააკავეს და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შსს-ს განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით დაიწყება გამოძიება, ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამე ლესელიძის ქუჩაზეც მოხდა მსგავსი ფაქტი. კერძოდ, ურთიერთშელაპარაკების დროს, დანით სამი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმედ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები