ახალგორი

ზაქარეიშვილი ახალგორის ვითარებაზე: ეს ჩვეულებრივი ამბავია

პაატა ზაქარეიშვილი
people.ge

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ახალგორში მოსახლეობისთვის დაწესებულ შეზღუდვას "ჩვეულებრივ ამბავს" უწოდებს. ახალგორში ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მოსახლეობის გადაადგილება შეიზღუდა.

"ახალგორს რაც შეეხება, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ყოველთვის ხდება რეგულარულად სხვადასხვა მიზეზის გამო. ხან ე.წ. არჩევნების გამო ცხინვალის რეგიონში, ხან საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო. ამ შემთხვევაში მოსალოდნელი იყო, შარშანაც ასე იყო. აგვისტოს მოვლენების გამო დროებით იკეტება გამსვლელი პუნქტები. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია, ეს ხელს უშლის გადაადგილებას, ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა, მაგრამ ამას აქვს დროებითი ხასიათი და ვთვლი, რომ ამას თუ შევხედავთ ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე და იმ პოზიციიდან, რომ თუ მოვახერხებთ, ეს თანამშრომლობის რეჟიმში გადავიყვანოთ, რამდენიმე დღეში გაიხსნება გამშვები პუნქტები და განახლდება როგორც მოსახლეობის გადაადგილება, ისე ტვირთების გატარება", - თქვა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები