ახალგორი

პეტრიაშვილი ახალგორის ვითარებაზე: ეს უკვე მავნე ტრადიციად იქცა

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი ახალგორში მოსახლეობისთვის დაწესებულ შეზღუდვას მავნე ტრადიციასა და ძალიან ცუდ პრატიკას უწოდებს. ახალგორში ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მოსახლეობის გადაადგილება შეიზღუდა.

"ეს უკვე მავნე ტრადიციად იქცა. რა თქმა უნდა, არაფერი კონკრეტული შედეგის მომტანი ან რაიმე განსაკუთრებული ზომების და უსაფრთხოების განმტკიცების ხელშემწყობი ეს არ არის. ეს არის დამკვიდრებული, ძალიან ცუდი პრაქტიკა, დაძაბულობის განცდის შექმნის მცდელობა. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად, პრაგმატულად, ცივი გონებით უნდა შევხედოთ. ვინაიდან ამ ტიპის პროვოკაციებით არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის ჩათრევა დიდ კონფრონტაციაში", - თქვა პეტრიაშვილმა.

კომენტარები