სააკაშვილისა და მერაბიშვილის საქმე

პეტრიაშვილი: ყველა ერთხმად აღნიშნავს კითხვებზე პასუხის გაცემის აუცილებლობას

eu-integration.gov.ge

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ქორთიარდ მერიოტში მიმდინარე ამბასადორიალზე, ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მიერ წაყენებულ ბრალზეც გააკეთა. 

საერთაშორისო თანამეგობრობაში, სენატორების, სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროკომისრების, უმაღლესი კომისრების მხრიდან, ყველგან ერთხმად არის აღნიშნული და აღქმული, რომ თუ კითხვები არსებობს, უნდა გაეცეს ამ კითხვებზე პასუხი, გამოძიების კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი”, - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე კი იმედოვნებს, რომ გამოძიება მყარი არგუმენტაციით იმუშავებს.

”სასამართლო, საგამოძიებო და შესაბამისი სტრუქტურები, იმედი მაქვს, მყარი არგუმენტაციით იმუშავებენ. რეაქცია არაერთგვაროვანი იყო, არაერთგვაროვანი იქნება, როგორც ევროპარლამენტში, ჩვენს პარტნიორებში, სენატორებში მათ შორის. ის, რომ კანონის მაღლა არავინ უნდა დადგეს, ეს უკვე გარანტირებული იქნება ჩვენს ქვეყანაში და ის რაც ხდებოდა, აქამდე, ბუნებრივია, აღარ მოხდება”, - განაცხადა დოლიძემ.

5 აგვისტოს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2005 წელს საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმასა და მისი ცემის ფაქტს.

კომენტარები