ეროვნული უშიშროების საბჭო

პრემიერი: უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩემი დასწრება საჭირო არ იყო

ირაკლი ღარიბაშვილი
Irakli Garibashvili Official

„მინისტრები  უშიშროების საბჭოს სხდომაზე გავაგზავნე და მათ პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდეს, რათა უელსის სამიტზე მომზადებული წარსდგნენ და სრული ინფორმაცია ჰქონდეთ“, - ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

„გთხოვთ, დამატებით აჟიოტაჟს ნუ ატეხავთ - არაფერი არ ხდება რეალურად. ჩემი იქ დასწრება საჭირო არ იყო“, - მიმართა ჟურნალისტებს პრემიერმა.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, NATO-ს სამიტის შესახებ მთავრობამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ უელსის სამიტზე დელეგაციას პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. ღარიბაშვილის თქმით, პრეზიდენტი ასევე დაესწრება ISAF-ის შეკრებას. 

კომენტარები