"მოგეხსენებათ, ჩემი წარსული ცხოვრების შესახებ, მე სპორტში ვიყავი მთელი ცხოვრება. წარმატებული სპორტსმენი ვიყავი, ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს ფოტო გადაღებული. ალბათ, გოგაც [ხაჩიძე] ნატრობდა ავტოგრაფს, მაგრამ, გოგა, ეს რომ დასრულდება ფოტო გადავიღოთ ერთად, არ იქნება პრობლემა, "სელფიც" თუ გინდა. ასე რომ, ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს გადაღებული ფოტო", - ასე ახსნა ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა კახი კალაძემ კანონიერ ქურდთან გადაღებული მისი ფოტოს წარმომავლობა. ამის შემდეგ კახა კალაძესთან გოგა ხაჩიძე მივიდა და მათ ე.წ. სელფი გადაიღეს.
ხაჩიძის და კალაძის Selfie

გოგა ხაჩიძე / fb.com/goga.khachidze




