Google

Google Chrome - ყველაზე არაენერგოეფექტიანი ბრაუზერი

Google Chrome კომპიუტერს ანელებს
thenextweb.com

Google-ის ვებ ბრაუზერი Chrome , რომელსაც Windows-ის მომხმარებლები იყენებენ  მათი ლეპტოპებისთივს პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ეს ბრაუზერი ელემენტის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე საკმაოდ ცუდად მოქმედებს, იგი კომპიუტერს ანელებს კიდეც. ამის თაობაზე Forbes-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში დაიწერა. 

ექსპერიმენტის შედეგად აღმოჩნდა, რომ კომპიუტერი, რომელიც Chrome-ს იყენებდა, ელექტროენერგიის მოხმარება 15 დან 20 ვატამდე მერყეობდა, ხოლო ქრომის გარეშე ეს რიცხვები 12 დან 15 ვატამდე მცირდებოდა.

ამის მიზეზად შეიძლება დასახელდეს ის, რომ ისეთ ოპერაციულ სისტემებში, როგორიცაა Windows, სხვადასხვა ოპერაციები სხვადასხვა ინტერვალით მიმდინარეობს. ენერგიის დაზოგვის მიზნით პროცესორი პასიური ხდება, როდესაც არცერთი ოპერაცია არ მიმდინარეობს, ხოლო კომპიუტერის აქტიურად გამოყენების შემთხვევაში პროცესორი კვლავ აქტიურდება. ჩვეულებრივ, ეს ინტერვალი არამნიშვნელოვანი ოპერაციების შესრულებისას, როგორიცაა Word-ის დოკუმენტში წერა ან სხვადასხვა ვებსაიტის დათვალიერება და უბრალოდ ახალი ამბების წაკითხვა, 15.6 მილიწამს (მწ) შეადგენს, ხოლო ისეთი ოპერაციები, რომლებიც პროცესორის აქტიურ მუშაობას მოითხოვს, მაგალითისთვის ვიდეოს გაშვება Youtube-ზე, ამ ინტერვალს 1 მწ-მდე ამცირებს. რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესორი 1000-ჯერ "იღვიძებს" წამის განმავლობაში, რათა შეამოწმოს რას ესაჭიროება მნიშვნელოვანი რესურსი, მაშინ როდესაც 15.6 მწ ინტერვალის დროს ეს რიცხვი მხოლოდ 64 შეადგენს.

Chrome ამ მხრივ განსხვავდება იმით, რომ მას ნებისმიერი ოპერაციის შესრულების დროს, არ აქვს მნიშვნელობა  ეს ვიდეოს გაშვება იქნება თუ უბრალოდ ახალი ამბის წაკითხვა, ინტერვალი 1 მწ-მდე ჩამოჰყავს, მაშინ როდესაც Firefox და IE სხვადასხვა პროცესის დროს შესაბამისად სხვადასხვა ინვერვალს იყენებენ და ამით ქრომისგან განსხვავებით ენერგიას ზოგავენ.

Microsoft-ის განმარტებით Chrome ენერგიაზე მოთხოვნას დაახლოებით 25%-ით ზრდის.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი პრობლემა Mac-ის და Linux-ის მომხმარებლებს არ აქვთ, რადგანაც ეს სისტემები Windows-ის მსგავსი პრინციპით არ მოქმედენებ. რაც შეეხება Windows-ს, მათ მომხმარებლებს ამ პრობლემისაგან თავის დასაღწევად მხოლოდ ერთი გზა აქვთ, გამოიყენონ სხვა ბრაუზერები ინტერნეტში ნავიგაციისთვის.

Google-ს ამ პრობლემის შესახებ უკვე ეცნობა, თუმცა ჯერ-ჯერობით მის აღმოსაფხვრელად ნაბიჯები არ გადადგმულა.

კომენტარები