ეროსი კიწმარიშვილის საქმე

გოცირიძე: ეროსიმ თავისი სიცოცხლით რუსთავი 2 შექმნა, სიკვდილით კი გადაარჩინა!

ეროსიმ თავისი სიცოცხლით რუსთავი 2 შექმნა, სიკვდილით კი გადაარჩინა!

მოკლეს, თავი მოიკლა, გაუვარდა! სამივე ვერსიას ეყოლება თავისი მიმდევრები და ვერასდროს მოხდება ერთზე შეთანხმება, ისევე როგორც ყველა წინა უბედურ შემთხვევებში.

ხელისუფლებამ დაუშვა უდიდესი შეცდომა, როცა დაიწყო ინტრიგების ხლართვა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. 

წინა ხელისუფლება "იმედში" შეჭრის დღეს დამთავრდა. დანარჩენი დროის საკითხი იყო. ამ ხელისუფლების მესაფლავე რუსთავი 2 გახდებოდა.

ეროსის სიკვდილმა არა მარტო რუსთავი 2 გადაარჩინა, არამედ ხელისუფლებაც.

რა თქმა უნდა, თუ ამდენი ჭკუა ეყოთ!

წერს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე Facebook-ის პირად გვერდზე რუსთავი 2-ის დამფუძნებელ ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილთან დაკავშირებით.

კომენტარები